"Coffee LAB" პირველი განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის კომპანია არის საქართველოში, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. Coffee LAB დღეს აერთიანებს ყავის ლაბორატორიების ქსელს - ხუთ ფილიალს, ყავის ტექნიკის და აქსესუარების მიმართულებას, სარესტორნო მიმართულებას, B2B მიმართულებით 250-მდე პარტნიორის პროვაიდერია და აქვს საკუთარი Bakery და ყავის წარმოება.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება;
მოხვდებით განსაკუთრებულად პოზიტიურ და საინტერესო გუნდში;
გახდებით კომპანიის ნაწილი, სადაც თითოეული წევრი ორიენტირებულია განვითარებაზე და სიახლეების დანერგვაზე, შესაბამისად მუდმივად იქნებით განვითარების პროცესში;
აღმოჩნდებით ისეთ გარემოში სადაც სამსახური გახდება ჰობი და თქვენთვის დრო გავა ძალიან საინტერესოდ;