Standart

მედია მენეჯერი

13 February - 14 March
Details
Address
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი
Salary
700-1000 ₾
Employment type
Part time
Working type
Hybrid
Working hours
10:00 - 16:00
Languages
English
Experience
Not required
Education
Bachelor
Department
Sales
Skills
Communication, მალთითასქინგი

Vacancy description

კომპანია “ფოტოცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ფოტოცენტრი წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. 

კომპანია წარმოდგენილია 4 ფილიალით და ონლაინ მაღაზიით: https://photocenter.ge/ მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.

კომპანიის  შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge

ძირითადი მოვალეობები:

•  სოციალური ქსელების: Facebook, Instagram,Tik Tok მართვა და მონიტორინგი - მომხმარებლებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია: კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში
•  ჩატებიდან შეკვეთების აღება/გაფორმება და მონიტორინგი
•  კომპანიის ვებსაიტზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტისა,შეთავაზებებისა და ფასების სრულფასოვანი ცოდნა.
•  პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (საკურიერო კომპანია, ცხელი ხაზი)
•  მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ინსაითების მარკეტინგულ გუნდთან რეგულარულ რეჟიმში გადაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

•  ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გრამატიკულად სწორად წერის უნარი.
•  მალთითასქინგის უნარი
•  დროის ეფექტურად მართვის უნარი
•  ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების: მიმატება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა, პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა, სანტიმეტრის მეტრში გადაყვანა და პირიქით სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაო პირობები:

• სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
• სტაჟირება: 2 კვირა (არაანაზღაურებადი)
• სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00 – 16:00 სთ

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!


Slogan
ჩვენს ვბეჭდავთ შენს ძვირფასს მოგონებებს
Location
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105, საქართველო
Socials
13 February - 14 March