კომპანია „ნოკი“ აცხადებს ვაკანსიას საცურაო აუზების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე. კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეასწავლოს პრეტენდენტს სამუშაო სპეციფიკა, თუკი მას გააჩნია საბაზისო საინჟინრო განათლება, მუშაობის გამოცდილება და არის მონდომებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- ტექნიკური პერსონალის კონსულტირება.მათი მუშაობის კოორდინირება.
- სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; დამთავრებული პროექტების ჩაბარება დამკვეთისათვის.
- პროექტისთვის საჭირო ნახაზების და გაანგარიშების მომზადება
- პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება საინჟინრო განხრით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office).
- ArchiCAD/ AutoCAD პროგრამების ცოდნა
- უცხო ენის საბაზისო ცოდნა.
- მანქანის მართვის გამოცდლება.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV სურათით.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.