ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში
პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი:
ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)
დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვადასხვა დარგის ბიზნესს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული სანიტარული მომსახურება მომსახურება)
ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:
- ქოლ-ცენტრის ოპერატორი, თბილისში
- ასაკი: 18 წლიდან, ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული
- გრაფიკი: სრული განაკვეთი შრომის კოდექსის მიხედვით
- ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს ტელეფონით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით
- სამსახური მოითხოვს თანამშრომლის სამუშაო საათებში კომპანიის ოფისში ყოფნას, თუმცა სამსახურის შესრულება გამონაკლისად შესაძლებელია ე.წ. სახლიდან მოშაობის რეჟიმშიც.
პერსპექტივა:
თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, CRM-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს, შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის: სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია.
შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.
ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი როლი და პასუხისმგებლობა:
- ქოლ-ცენტრის მუშაობის წარმართვა და კონტროლი
- ტელეფონი (მათ შორის ტელ. ხმოვანი მესიჯი)
- ი-მეილი
- მესიჯები
- სატელოფონო და ხმოვანი მესიჯების ზარის პროცესის წარმართვა და კონტროლი (სახელძღვანელოს შესაბამისად)
- ახალი დამკვეთისგან/მომხმარებლისგან შემოსული ზარის (ი-მეილის, მესიჯის) მიღება, დამუშავება და გადამისამართება შესაბამის სამსახურთან საჭიროებისამებრ
- არსებული დამკვეთის/მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის მიღება-დამუშავება, დამატებითი გამოძახების დამუშავება, გადამისამართება
- სატელეფონო სისტემის/სხვადასხვა სახის რეპორტების/ანალიტიკის წარმოება და შედეგების კონტროლი
- სატელეფონო (ქოლ-ცენტრის პროგრამა) პროვაიდერთან ურთიერთობა
- არა სამუშაო დროს მიღებულ ხმოვანი მესიჯების დამუშავება, გადამისამართება და გაკონტროლება.
- გამოტოვებული ზარებისა და მოთხოვნების მოძიება, მოკითხვა და კონტროლი
- ქოლ-ცენტრის მეშვეობით საზოგადოებასთან უერთიერთობა
- ქოლ-ცენტრის მეშვეობით კომპანიის შიგნით კომუნიკაციის კამპანიების წარმოება
- კომუნიკაციისა და სიტყვა-პასუხის წარმოება კომპანიაში მიღებული ეთიკით, სტანდარტით და ჩარჩო სცენარის ტექსტით (მიღებული ტერმინებით)
- დამკვეთზე/მომხმარებელზე მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის სხვადასხვა სამუშაო პროცესებში ჩართვა და მონაწილეობა
- ახლო შეხებაში მყოფი სხვა სამსახურების მხარდაჭერა და ჩანაცვლება საჭიროების შემთხვევაში
- კომპანიის GM-თან ანგარიშვალდებულება
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები სტუდენტობისას ან ისე)
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
- აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის უნარი (ი-მეილით)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი არ არის);
- პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
- ემოციურად მდგრადი, რომ პოტენციური ან არსებული მომხმარებლის პრეტენზიებს პროფესიონალურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
- ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო, სხვადასხვა კომუნიკაციის არხები და სისტემები და ადამიანებთან ურთიერთობა
- უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება
- საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
- კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
- აუცილებალია, რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
- მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე