ქოლ-ცენტრის ოპერატორი

13 February - 25 February
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში

პოზიციის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი 

დამსაქმებელი:

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)

დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვადასხვა დარგის ბიზნესს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული სანიტარული მომსახურება მომსახურება)

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი, თბილისში
  • ასაკი: 18 წლიდან, ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული 
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი შრომის კოდექსის მიხედვით
  • ანაზღაურება/პირობები: გასაუბრებისას მოლაპარაკებით  
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს ტელეფონით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით
  • სამსახური მოითხოვს თანამშრომლის სამუშაო საათებში კომპანიის ოფისში ყოფნას, თუმცა სამსახურის შესრულება გამონაკლისად შესაძლებელია ე.წ. სახლიდან მოშაობის რეჟიმშიც.  
პერსპექტივა:

თანამშრომელს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად, CRM-ის, გაყიდვების, მარკეტინგისა და კომერციული მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს, შეისწავლოს და აითვისოს ისეთი დარგები, როგორიც არის: სანიტარია, ჰიგიენა, სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა პატრონობა, საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ეკოლოგია. 

შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად. 

ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი როლი და პასუხისმგებლობა:

  • ქოლ-ცენტრის მუშაობის წარმართვა და კონტროლი 
  • ტელეფონი (მათ შორის ტელ. ხმოვანი მესიჯი)
  • ი-მეილი 
  • მესიჯები 
  • სატელოფონო და ხმოვანი მესიჯების ზარის პროცესის წარმართვა და კონტროლი (სახელძღვანელოს შესაბამისად)
  • ახალი დამკვეთისგან/მომხმარებლისგან შემოსული ზარის (ი-მეილის, მესიჯის) მიღება, დამუშავება და გადამისამართება შესაბამის სამსახურთან საჭიროებისამებრ 
  • არსებული დამკვეთის/მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის მიღება-დამუშავება, დამატებითი გამოძახების დამუშავება, გადამისამართება
  • სატელეფონო სისტემის/სხვადასხვა სახის რეპორტების/ანალიტიკის წარმოება და შედეგების კონტროლი
  • სატელეფონო (ქოლ-ცენტრის პროგრამა) პროვაიდერთან ურთიერთობა
  • არა სამუშაო დროს მიღებულ ხმოვანი მესიჯების დამუშავება, გადამისამართება და გაკონტროლება.
  • გამოტოვებული ზარებისა და მოთხოვნების მოძიება, მოკითხვა და კონტროლი 
  • ქოლ-ცენტრის მეშვეობით საზოგადოებასთან უერთიერთობა 
  • ქოლ-ცენტრის მეშვეობით კომპანიის შიგნით კომუნიკაციის კამპანიების წარმოება 
  • კომუნიკაციისა და სიტყვა-პასუხის წარმოება კომპანიაში მიღებული ეთიკით, სტანდარტით და ჩარჩო სცენარის ტექსტით (მიღებული ტერმინებით) 
  • დამკვეთზე/მომხმარებელზე მზრუნველობისა და მათთან ურთიერთობის სხვადასხვა სამუშაო პროცესებში ჩართვა და მონაწილეობა 
  • ახლო შეხებაში მყოფი სხვა სამსახურების მხარდაჭერა და ჩანაცვლება საჭიროების შემთხვევაში 
  • კომპანიის GM-თან ანგარიშვალდებულება 
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები სტუდენტობისას ან ისე)
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის უნარი (ი-მეილით) 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელი არ არის); 
  • პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია! 
  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
  • ემოციურად მდგრადი, რომ პოტენციური ან არსებული მომხმარებლის პრეტენზიებს პროფესიონალურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
  • ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
  • კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო, სხვადასხვა კომუნიკაციის არხები და სისტემები და ადამიანებთან ურთიერთობა
  • უნდა შეეძლოს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება 
  • საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს 
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად 
  • აუცილებალია, რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში 
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე
13 February - 25 February