Standart

გაყიდვების კონსულტანტი

01 April - 05 April
Details
Address
36 მარშალი არჩილ გელოვანის გამზირი, თბილისი
Salary
700 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია  შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები,  საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. 

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/  

კონტეინერი“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

შემოუერთდით მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კვალიფიცირებული კონსულტაცია  პროდუქციის  შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა;
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გამოტანა და სექციებში განლაგება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, დალაგების წესის და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, 40 საათიანი სამუშაო კვირა  (დღეში 8 საათიანი გრაფიკი)
  • სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჰუალინგ პლაზა (ვარკეთილი)
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"კონტეინერში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კონტეინერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 


01 April - 05 April