Standart

მოლარე

06 March - 05 April
Details
Address
36 მარშალი არჩილ გელოვანის გამზირი, თბილისი
Salary
750 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია  შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები,  საკანცელარიო ნივთები სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. 

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. 

შემოუერთდით მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს!

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 750 + ბონუსი;
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, 40 საათიანი სამუშაო კვირა
  • ადგილ მდებარეობა: თბილის, მარშალ გელოვანი N36 
ფუნქცია/მოვალეობები :

  • მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  • სალაროს წიგნის წარმოება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე/CV.

"კონტეინერში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კონტეინერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 


06 March - 05 April