სტანდარტული

სტაჟირება მარკეტინგში

06 მარტი - 05 აპრილი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.


ROOMS- ი აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.


ძირითადი მოვალეობები:



  • პროდაქშენის მიმართულებით სტამბებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კონტროლი;
  • ⁠ყოველდღიურ მარკეტინგულ დავალებებში ჩართვა/დახმარება;
  • მარკეტინგულ კამპანიებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება და მხარდაჭერა;

საჭირო უნარები:


  • აუცილებელია პროფესიული განათლება მსგავსი მიმართულებით;
  • ინგლისურ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაბელური.

დამატებითი სარგებელი:


  • პროფესიული განვითარება;
  • კვება; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 აპრილამდე


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 მარტი - 05 აპრილი