ჯეო დისტრიბუშენ გრუპი აცხადებს ვაკანსიას: საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში
ანაზღაურება: 750 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- გაყინული პროდუქციის სახეობების, კატეგორიების და მისი სტანდარტების დაცვით მოძრაობის ზედმიწევნით შესწავლა;
- მიღებული პროდუქციის მაცივრებში განლაგება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, საწყობის მუდმივი მოწესრიგება და სასაწყობე პროდუქციის დაცულობის უზრუნველყოფა გაყინული პროდუქციის დამხმარესთან და საწყობის უფროსთან ერთად;
- გაყინული პროდუქციის ვადების კონტროლი საწყობის უფროსთან ერთად და ვადების შესაბამისად პროდუქციის გაცემა;
- მისაღები და გასაცემი გაყინული პროდუქციის მიღებაში/ჩამოტვირთვაში/გაცემაში და მაცივრებში დალაგებაში/დასაწყობებაში მონაწილეობა გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად;
- შეკვეთების მომზადებისათვის საჭირო წინასწარი ზედნადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება/ჩაბარება/შედარება რეალიზაციის ოპერატორისაგან;
- შეკვეთების და ზედნადებების შესაბამისად გასაცემი გაყინული პროდუქციის მომზადება/დახარისხება სახეობების და კატეგორიების შესაბამისად გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად;
- პროდუქციის გაცემისათვის საჭირო პროცედურების გავლა კომპიუტერის და სკანერის მეშვეობით, მათ შორის: წონად ყუთებზე წარწერების გაკეთებაზე კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის (ექსელის ფაილები) მომზადება და მეილით რეალიზაციის ოპერატორზე მიწოდება;
- პროდუქციის გაცემამდე რეალიზაციის ოპერატორთან შედარება, ხოლო დღის ბოლოს საწყობის უფროსთან შედარება საჭიროების შემთხვევაში;
- გასაცემი გაყინული პროდუქციის მძღოლებზე ჩაბარება/მითვლა და აწონვის კონტროლი საჭიროების შემთხვევაში;
- ყოველდღიურად პროდუქციის გაცემისთანავე ბათუმის საწყობში არსებული გაყინული სტანდარტული პროდუქციის ინვენტარიზაცია (აღწერა) და შესაბამისი ინფორმაციის საწყობის უფროსზე მიწოდება;
- პერიოდულად გაყინული პროდუქციის სრულ ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილოების მიღება საწყობის უფროსის მონაწილეობით და ზედამხედველობით;
- დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის მიღება/დალაგებაში მონაწილეობის მიღება გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად საწყობის უფროსის ზედამხედველობით;
- საწყობის უფროსის და მენეჯერის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება ცენტრალური ოფისიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად;
მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 591 04 55 64 ან გადმოაგზავნეთ CV, თანდართული ფოტოსურათით.