პრემიუმი

საწყობის ოპერატორი (ბათუმი)

01 აპრილი - 05 აპრილი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
750 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ჯეო დისტრიბუშენ გრუპი აცხადებს ვაკანსიას: საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში

ანაზღაურება: 750 ლარი

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • გაყინული პროდუქციის სახეობების, კატეგორიების და მისი სტანდარტების დაცვით მოძრაობის ზედმიწევნით შესწავლა;
  • მიღებული პროდუქციის მაცივრებში განლაგება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, საწყობის მუდმივი მოწესრიგება და სასაწყობე პროდუქციის დაცულობის უზრუნველყოფა გაყინული პროდუქციის დამხმარესთან და საწყობის უფროსთან ერთად;
  • გაყინული პროდუქციის ვადების კონტროლი საწყობის უფროსთან ერთად და ვადების შესაბამისად პროდუქციის გაცემა;
  • მისაღები და გასაცემი გაყინული პროდუქციის მიღებაში/ჩამოტვირთვაში/გაცემაში და მაცივრებში დალაგებაში/დასაწყობებაში მონაწილეობა გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად;
  • შეკვეთების მომზადებისათვის საჭირო წინასწარი ზედნადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება/ჩაბარება/შედარება რეალიზაციის ოპერატორისაგან;
  • შეკვეთების და ზედნადებების შესაბამისად გასაცემი გაყინული პროდუქციის მომზადება/დახარისხება სახეობების და კატეგორიების შესაბამისად გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად;
  • პროდუქციის გაცემისათვის საჭირო პროცედურების გავლა კომპიუტერის და სკანერის მეშვეობით, მათ შორის: წონად ყუთებზე წარწერების გაკეთებაზე კონტროლი, შესაბამისი ინფორმაციის (ექსელის ფაილები) მომზადება და მეილით რეალიზაციის ოპერატორზე მიწოდება;
  • პროდუქციის გაცემამდე რეალიზაციის ოპერატორთან შედარება, ხოლო დღის ბოლოს საწყობის უფროსთან შედარება საჭიროების შემთხვევაში;
  • გასაცემი გაყინული პროდუქციის მძღოლებზე ჩაბარება/მითვლა და აწონვის კონტროლი საჭიროების შემთხვევაში;
  •  ყოველდღიურად პროდუქციის გაცემისთანავე ბათუმის საწყობში არსებული გაყინული სტანდარტული პროდუქციის ინვენტარიზაცია (აღწერა) და შესაბამისი ინფორმაციის საწყობის უფროსზე მიწოდება;
  • პერიოდულად გაყინული პროდუქციის სრულ ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილოების მიღება საწყობის უფროსის მონაწილეობით და ზედამხედველობით;
  • დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის მიღება/დალაგებაში მონაწილეობის მიღება გაყინული პროდუქციის დამხმარესთან ერთად საწყობის უფროსის ზედამხედველობით;
  • საწყობის უფროსის და მენეჯერის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება ცენტრალური ოფისიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად;
მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 591 04 55 64 ან  გადმოაგზავნეთ CV, თანდართული ფოტოსურათით.
01 აპრილი - 05 აპრილი