პრემიუმ +

პარაფარმაციის კონსულტანტი

01 აპრილი - 06 აპრილი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "გეფა" ეძებს თანამშრომელს,  პარაფარმაციის კონსულტანტის პოზიციაზე ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში.

 

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში, კვირაში 40 სამუშაო საათი.

ანაზღაურებახელფასს + ბონუსი, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით.

 

მოვალეობები:

 

  • აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
  • დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა.

 

 

მოთხოვნები:

 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • იყოს აქტიური, დადებითი პიროვნება;
  • იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
  • ორგანიზებული და აკურატული;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე cv - ების განხილვის დედლაინია 25/01/2024

 

 

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

01 აპრილი - 06 აპრილი