შემომყვანი ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის ახალ წევრს იტალიურენოვან განყოფილებაში.
კომპანია შემომყვანი
ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს
სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის
რეგიონის მასშტაბით.
ვეძებთ იტალიურენოვან
გუნდის წევრს, ვინც დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სერვისების დაფარვა იტალიაში
და გავაძლიეროთ პარტნიორული ურთიერთობები ადგილობრივ კომპანიებთან.
ჩვენი მოლოდინები:
- იტალიური ენის ცოდნა გამართულად (ოთხივე კომპონენტი), მინიმუმ საშუალოზე
მაღალ დონეზე;
- უპირატესად ჩაითვლება განათლება ან სამუშო გამოცდილება იტალიაში;
- სასურველია
0- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის
პოზიციაზე, თუმცა არა აუცილებელი;
- ამ პოზიციის
ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, უყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა, მზად იყოს სიახლეებისთვის,
იყოს შრომისმოყვარე - დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიანი
ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის
კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო
ხარჯები - ულიმიტო;
- სხვადასხვა
სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team
Building Activities);
- პროფესიული
ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგები, მათ
შორის სამუშაო ენის გასაუმჯობესებელი კურსები;
- გამოცდილი,
სფეროს ძალიან კარგად მცოდნე და საოცრად კეთილგანწყობილი მენეჯერი, რომელიც
მოუთმენლად ელოდება თავისი გუნდის ახალ წევრს. 😊
თუკი ჩათვალეთ,
რომ საერთო ინტერესები გვქონია, პიროვენული თვისებებით ერთი-ერთში ემთხვევით პოზიციის
მახასიათებლებს და რომ ტურიზმი ის სფეროა, სადაც გინდათ განავითაროთ კარიერა, დიდი
სიხარულით გავეცნობით თქვენს მონაცემებს.
მადლობა და გისურვებთ წარმატებებს!