პრემიუმი

საკრედიტო ოფიცერი

07 მარტი - 06 აპრილი
დეტალები
მისამართი
აჭარა და თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

.. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. .. express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

 

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 

 

express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

 

საკრედიტო ოფიცერი

 

ფუნქციები და მოვალეობები


  • საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური ლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:


  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:


  • სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00 სთ, შაბათი: 10:00 – 14:00 სთ
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
  • ანაზღაურება:  შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)

 ვენ  თავაზობთ:

 

  • ინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას 

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV  შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

 

1.. არ იქნება  აპლიკანტის ფოტოსურათი;

2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.

 

კატეგორია
ფინანსები
სლოგანი
შემოგვიერთდით საერთო წარმატებისთვის
07 მარტი - 06 აპრილი