Standart

მექანიკოსი

27 March - 06 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოპარკის ხელმძღვანელთან ერთად ავტომობილებისა და დამტვირთველების გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
  • ავტომობილებსა და დამტვირთველებზე ე.წ  მცირე სარემონტო (რომელსაც არ სჭირდება ავტოსერვისი)  სამუშაოების შესრულება;
  • ავტოპარკისთვის საჭირო ავტონაწილების მოძიების და  შესყიდვის პროცესში მონაწილეობა;
უნარ-ჩვევები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • სასურველია პროფესიული მომზადების სერთიფიკატი;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი ავტოტრანსპორტის რემონტების შესრულებაში;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია. (C კატეგორია სასურველია);
  • კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად მუშაობის უნარი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
ჩვენ გთავაზობთ:

  • გრაფიკი სრული: ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • ყველა საჭირო ინვენტარს და სპეცფორმას უზრუნველყოფს კომპანია;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



27 March - 06 April