Standart

გაყიდვების კონსულტანტი

07 March - 06 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან  წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე. 

TI’ME-ისა და PANDORA-ს მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. 

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ  LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება; 
  • პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
სამუშაო გრაფიკი: 

  • TIME / G-Factory (East Point)
  • 10:00 დან 22:00 საათამდე, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. (  კვირაში 3 დღე დასვენება).
  •  1:00-20:00 საათამდე - პეკინის ფილიალი, 5 დღიანი,  2 დღე დასვენება.
ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ტრეინინგები და განვითარება.
  • წლიური ნომინაციები.
  • ბრენდირებული საჩუქრები.
  • ბონუსი ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის (KPI)
  • ფიქსირებული ბონუსი
  • დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
  • ფიტპასი
  • თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://wrk.ge/jqfSLL და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი კითხვების  შემთხვევაში  დაგვიკავშირდით  ტელ:  +995 598 28 58 93





Location
46 შოთა რუსთაველის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
07 March - 06 April