Standart

საკომუნიკაციო ოფისის ოპერატორი

11 March - 10 April
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო ოფისის ოპერატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების/შეტყობინებების მიღება, მომხმარებელთან დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სერვისებისა და ობიექტების შესახებ 
  • შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა 
  • პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება
  • შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების წარმოება
აუცილებელი მოთხოვნა:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამა  -  „OPERA” - ს ცოდნა
საჭირო უნარები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • დროის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • თვითგანვითარების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  11 აპრილამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 March - 10 April