GMT Hospitality აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი ობიექტებია:
- „ფუნიკულიორის“ კომპლექსი
- სახაბაზო „პური გულიანი“
- გასტრონომიული დუქანი „რიგი“
- ექსპრესი „პური გულიანი“ ვაკე
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
- ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
- უფასო ლანჩს;
- ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის პერსონალური კომპიუტერებისა და ქსელის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოპერაციული სისტემისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
- პერიფერიული მოწყობილობების დამონტაჟება;
- POS ტერმინალებთან წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება ფიზიკურ დონეზე;
- ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერულ ტექნიკასთან და ქსელთან მუშაობის გამოცდილება;
- ოპერატიული სისტემების ცოდნა;
- პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
- სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა;
- სმარტფონებთან და პლანშეტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია MICROS 3700 ცოდნა;
- სასურველია POS ტერმიანლებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია MICROSOFT-ის სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!