Premium

მოლარე-კონსულტანტი

12 March - 11 April
Details
Address
თბილისი
Salary
850-1200 ₾
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელებით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

wegroup-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • სამედიცინო დაზღვევა
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
  • მოქნილი გრაფიკი
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • სტაბილური სამსახური
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა
სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 850-1200 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლები), ერთი დღე 12 საათიანი ცვლა
  • დასვენების დღეები - კვირაში 1 დღე
ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
  • პროდუქტის ეფექტურად პრეზენტაციის უნარი
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • მომხმარებლის მოსმენა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი
  • სალარო პროცედურების დაცვა
  • პროდუქციის განლაგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
დაინტერესებული პირებს გთხოვთ შეავსოთ გამარტივებული აპლიკაცია ბმულზე: https://wrk.ge/c6iJYW

გისურვებთ წარმატებებს!
Category
Retail
Location
ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
12 March - 11 April