შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება.
- ბრძანებების წარმოება;
- ტაბელის მართვა;
- შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა.
- ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში (თუ იქნება ასეთი) ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე.
- საჭირო დისციპლინარული ღონისძიებების გატარება (გაფრთხილება საყვედური და სხვ.) სამუშაო დღის/საათის უნებართვოდ გაცდენის შემთხვევაში.
- მონიტორინგის მართვა:
- ტაბელის მონაცემების შედარება ბრძანებებთან და პირიქით.
- სამუშაო დღისა და სამუშაო საათების უნებართვო გაცდენის აღმოფხვრაზე მუშაობა.
- თანამშრომელთა კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა და ამ ნომრებით მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფა.
- ადმინისტრაციაში შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.
- შემოსული და გასული კორესპონდენციებზე ნომრის დასმა/გატარება, გადამისამართება საჭიროებისამებს შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან.
- ცნობებისა და ნებართვებზე შემოსული განცხადებების განხილვა და პასუხის, ბრძანების ან ცნობის მომზადება.საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვა განყოფილების უფროსებთან და დირექტორთან.
- ეროვნული ბანკიდან შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.
- თანამშრომელთან მინდობილობების გაკეთება.
- შემოსული დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება დირექტორის რეზოლუციის, ადრესატებზე ცნობების საფუძველზე.
- გასული დოკუმენტების გატარებისა და გაგზავნის უზრუნველყოფა.
- დოკუმენტაციის დალაგება შინაარსის მიხედვით - ფაილინგი.
- ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. აუცილებელია ექსელში მუშაობის გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
- სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
- ანაზღაურება - კვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
მობილური: 568 700 300