საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების დისტრიბიუტორს საქართველოში, როგორიცაა „ჰაგისი“ , „კოტექსი“, „კლინექსი“ , აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებული ხელფასი
- გეგმის შესრულების ბონუსი
- ყოველთვიური სამოტივაციო ბონუსი
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება .
- სამუშაოს დაწყებისთვის აუცილებელია - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
- უზრუნველყოს კომპანიის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
- გაამყაროს თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.