საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პირობები:
- ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა, უმაღლეს დონეზე (MS Excel, Word).
მოვალეობები:
- აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
- ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
- კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
- საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
- ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
- ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
- რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
- საქონლის ნაშთების კონტროლი.
- ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
- ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
- ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
- კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
- კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.