Premium

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

13 March - 12 April
Details
Address
ბარამიძის ქუჩა, თბილისი
Salary
2000-4000 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
09:00 - 18:00
Languages
ქართული
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Department
Sales

Vacancy description

ვაკანსიის აღწერა:

ოფისმარტი – ჩვენ უკვე 10 წელზე მეტია ვართ ელექტრონული კომერციის სფეროში და ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას. ვამარაგებთ მათ სხვადასხვა სახის დასახელების საოფისე ნივთებით. ვზრუნავთ და ვუზრუნველყობთ ჩვენი მომხმარებლების შეუფერხებელ მომარაგებას მათთვის აუცილებელი ნივთებით.

ლოკაცია: თბილისი, მეტრო გურამიშვილთან.
ვებ გვერდი: www.officemart.ge
განაკვეთი: სრული (40 სთ - კვირაში)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1000 + ბონუსი (საშუალოდ 2000იდან 4000მდე)

პოზიციის აღწერა:

  • როგორც B2B გაყიდვების გუნდის წევრი თქვენ პასუხისმგებელი იქნებით კორპორაციული მომხმარებლების მოზიდვაზე;
  • კომპანიის მიერ დადგენილი წესებით და შემუშავებული სტრატეგიების მიხედვით მომხარებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარებაზე, შემდგომი შეთავაზებების გაკეთებაზე და მონაცემების შესაბამის სამუშაო პლატფორმებზე ასახვაში.

ყოველდღიური მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლების ბაზაზე დაყრდნობით ზარების განხორციელება;
  • დაინტერესებული პირების ასახვა ბაზაში;
  • კომერციული წინადადებისა და განფასებების გაგზავნა;
  • ინვოისებისა და გაყიდვების შემდგომი დოკუმენტაციის მართვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი შეხვედრების ჩანიშვნა;
  • მომხმარებელთებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ახალი მოზიდული შეკვეთების დამუშვება-გაწერა; 
  • სხვადასხვა პროგრამაში მუშაობა (Excel, Fina, Asana)
უშუალო პასუხისმგებლობები:
  • გაყიდვების ზრდა;
  • კომპანიის რეპუტაციაზე ზრუნვა;
  • შეკვეთების სწორი პროგრამული ასახვა;
  • საკონსიგნაციო პირობების კონტროლი;
  • კომპანიის საერთო ღირებულებების გაზიარება; საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, მომხმარებლის ცენტრალურობა, სიახლეებისადმი მიდრეკილება, მუდმივი განვითარება, ურთიერთ პატივისცემა და საერთო მოტივაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესანიშნავი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი (დისტანციური კომუნიკაცია);
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშობის უნარები;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.

ჩაითვლება უპირატესობად:
  • კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • B2B და/ან Ecommerce -ში სამუშაო გამოცდილება;
  • Microsoft Office, Fina (ან მსგავსი), Asana/HUBSPOT (ან მსგავსი), - მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და სხვა ენების ცოდნა.
თუ ეძებთ სასიამოვნო გარემოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობა, გაიღრმავოთ და გააფართოვოთ ცოდნა კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

სურვილის შემთხვევაში მოკლედ მოგვწერეთ, რატომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით. (ელფოსტაზე: guga@officemart.ge)

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
Location
ბარამიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
13 March - 12 April