შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური სამსახურის გამართულად მუშაობის პროცესის კონტროლი;
თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის გაწერა;
ზედმიწევნით ინფორმაციის ფლობა შენობის ტექნიკური გამართულობისა და ფუნქციონირების შესახებ;
საინჟინრო სისტემების სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების საჭიროების დადგენა და ზედამხედველობა;
ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
სახანძრო სისტემების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
მოქნილობა და ოპერატიულობა;
მაღალი კორპორატიული კულტურა.
პირობები:
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
სამუშაო საათები: 11:00-20:00 სთ (1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარი;
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
კვება;
FitPass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!