სტანდარტული

საკონდიტროს დემი შეფი

19 მარტი - 18 აპრილი
დეტალები
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

‘’café Stamba’აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს დემი შეფის  პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • საკონდიტრო ნაწარმის მენიუზე მუშაობა

  • საკონდიტრო პროდუქტების, დესერტების და ფუნთუშეულის მომზადება;

  • საკონდიტრო პროდუქტების გაფორმება;

  • საკონდიტრო პროდუქტების მომზადებისთვის საჭირო ნედლეულის შერჩევა;

  • საკონდიტრო სოუსების და მოსართავი ელემენტების მომზადება;

  • საჭირო პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;

  • დესერტების შენახვის წესების დაცვას: 

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 მარტი - 18 აპრილი