უძრავი ქონების სააგენტო ემჯი გრუპი აცხადებს ვაკანსიას კომერციული უძრავი ქონების დეპარტამენტში აგენტის პოზიციაზე.ჩვენი კომპანია უკვე 3 წელზე მეტია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და აერთიანებს 70მდე თანამშრომელს, 4 ძირითად გუნდსა და 2 დეპარტამენტს კომერციული და გაყიდვების მიმართულებით.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჰიპერმეგობრული სამუშაო გარემო
- შეგასწავლით საქმეს ნულიდან, ადგილზე
- გადამზადების კურსები, ტრენინგები
- მაღალი შემოსავალი
- კომფორტული ოფისი წერეთლის ქუჩაზე, მეტროებთან ახლოს
- სამუშაო ლეპტოპი, კორპორატიული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო დრო
- სტაფზე მორგებული გრაფიკი, წესები და პირობები
- თავისუფალი კომუნიკაცია და შეუზღუდავი იდეები
- სწავლის და განვითარების მუდმივი შესაძლებლობები
ის, რაც გამოგადგებათ:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით
- ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა, პრიორიტეტი ენიჭება ინგლისურს
- გამოცდილება გაყიდვებში
- გამოცდილება შეხვედრების დაგეგმარებასა და წარმართვაში
- დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel)
ის, რაც დაგევალებათ:
- ყოველდღიური კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან
- ცივი ზარები (და არამხოლოდ ცივი)
- შეხვედრების ორგანიზება და წარმართვა
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ნებისმიერი 5) 11:00-19:00; 1 საათიანი შესვენებით
ანაზღაურება: სრულად გამომუშავებით; ჩვენთან საშუალო ხელფასებია 2000-10000₾ ნეტ.