Standart

სამედიცინო წარმომადგენელი

20 March - 19 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.


კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

www.bms.ge

ფუნქციები:

  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება და ბრენდის განვითარება;

  • გაყიდვების ახალი არხების, პარტნიორი კომპანიების, კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;

  • ყოველდღიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;

  • გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და გაყიდვების გეგმების დადგენა (გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით)

  • მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას, ფასების ცვლილება ოპტიმალური ნაშთების და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით

  • ბაზრებისა და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა

  • სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევა.

  • ბაზრების, კონკურეტების და ფასების მუდმივი ანალიზი, არსებული ტენდენციების შეფასება და ბაზარზე უპირატესობის მოპოვების უზრუნველყოფა.

  • სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების გათვლა, იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება

  • ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;

  • მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, მინიმუმ B2 დონეზე.

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;

  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.


ანაზღაურება: შეთანხმებით;

სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).


გისურვებთ წარმატებებს!


„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“


Location
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 March - 19 April