საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია ბათუმი
შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (“Microsoft Word” და ” Microsoft Excel”).
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
- საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
- საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV.
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.