Standart

მოლარე-კონსულტანტი

20 March - 19 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი. 


,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია  “შპს აი სი არ ტრეიდი“  წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი  და რიფლეი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისსა და ბათუმში.


ჩვენ გთავაზობთ, გამოწვევებით სავსე მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პიროვენული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.


შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისი


სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) 2 დღე დასვენება. 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა

  • მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით

  • ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა

  • მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება

  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა

  • საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად

  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

  • სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;

  • სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;  

  • გუნდური მუსაობის უნარი

  • ორგანიზებულობა

  • კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი გამოაგზავნეთ (CV) 15 აპრილის ჩათვლით.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან


გისურვებთ წარმატებას!


გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.


20 March - 19 April