მაღაზია „სავსე უნივერსამი“ გთავაზობთ დასაქმებას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის კარიერულ ზრდაზე.
კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი
ადმინისტრატორი
- სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი 63
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: 1000 ₾
- სამუშაო გრაფიკი: 2 დღე დღის ცვლა 10:00 – 22:00 მდე 2 დღე დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
- სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- შედეგზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 592 04 24 38 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.