სამუშაო სივრცეების კომპანია D Block აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაო სივრცეების კომპანია D Block_ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ვიზუალიზაცია: საიმიჯო ფოტო/ვიდეოს დაგეგმვა/გადაღება, შემოქმედებითი პროცესის წარმართვა და შინაარსობრივი/ვიზუალური ნაწილის დამუშავება;
ვიზუალის შერჩევა და მასალების მუდმივი განახლება;
არსებული მასალის შენახვა და დაარქივება;
წლის განმავლობაში საიმიჯო კამპანიებზე მუშაობა, შესაბამის აუდიტორიაზე გათვლილი კონტენტის შექმნა;
თანამშრომლობა მარკეტინგის სააგენტოსთან და კომერციულ კამპანიებზე მუშაობა;
ადგილობრივ და საერთაშორისო მედიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; საერთო პროექტებზე მუშაობა.
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 7 აპრილის ჩათვლით.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.