Standart

საბანკეტოს მიმტანი

22 March - 07 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

‘’café Stamba’’  აცხადებს ვაკანსიას საბანკეტოს მიმტანის პოზიციაზე 


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • მოამზადოს საკონფერენციო დარბაზები სტუმრების მოსვლამდე;

  • სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება;

  • განახორციელოს ჩაისა და ყავის ხარისხიანი სერვისი;

  • განახორციელოს საუზმის, ბუფეტის, ლანჩის, კოქტეილ საღამოებისა და სადილების სერვისი;

  • მუდმივ წესრიგში შეინარჩუნოს როგორც სტუმრების, ასევე მომსახურე პერსონალის ტერიტორია; 

  • შეინახოს გასაღებები, აპარატურა და სხვა ღირებული ნივთები დაცულ ადგილას;

  • რეგულარულად გადაამოწმოს კონფერენციისათვის საჭირო მასალების მარაგი;

საჭირო უნარები:


  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური ენის  ცოდნა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კომუნიკაციის  უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 7 აპრილის  ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 March - 07 April