Standart

სერვისის ზედამხედველი

25 March - 05 April
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,,Café Stamba’ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ზედამხედველის  პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • მიიღოს  ჯავშნები რესტორნის მაგიდებზე;

  • დაეხმაროს თანამშრომლებს და პასუხობს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში;

  • რეგულარულად ამოწმოს ინვენტარის მდგომარეობა და  ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;

  • თანამშრომელთა საათების აღრიცხვა;

  • ახალი თანამშრომლების გადამზადება;

  • დეტალური ინფორმაციის ფლობა მენიუსთან დაკავშირებით

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;

  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;

  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 5 აპრილის ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
25 March - 05 April