საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში 1C სისტემის ადმინისტრატორის თანაშემწე თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღრიცხვო პროგრამა 1С-ში მუშაობის გამოცდილება
- ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა
- ახალი სავაჭრო წერტილების დარეგისტრირება
- სავაჭრო წარმომადგენლებისგან მიღებული დავალებების დამუშავება/გასწორება პროგრამაში
- მომხმარებლების Master Data-ს სისწორის უზრუნველყოფა
- მონაცემთა ბაზების შედარებები
- სხვადასხვა დავალებები ადმინისგან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია 1C პლატფორმის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია სავაჭრო ან სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
სხვა უნარები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა
სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."