სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

27 მარტი - 26 აპრილი
დეტალები
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"UNIVERSAL GEORGIAN PAY " არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ელ.კომერციის საგადახდო მომსახურებას (ექუარინგი). ჩვენი კომპანიის პლატფორმა მორგებულია სხვადასხვა ტიპის ონლაინ მაღაზიებზე, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, კომფრტულად, სწრაფად და მარტივად, პროდუქტის საფასური გადაიხადოს VISA და MASTER CARD-ის ბარათებით.

"
UNIVERSAL GEORGIAN PAY " აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეთავაზებების მომზადება, გაყიდვების განხორციელება,
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
  • პროდუქტების მონაცემების და მახასიათებლების შესწავლა;
  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის მიმდინარეობის შესრულების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - უმაღლესი
  • სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენა: B2 დონე
  • Excel - საშუალო ცოდნის დონე
  • საოფისე პროგრამები: სამომხმარებლო დონე

აუცილებელი უნარები:

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2024 წლის 26 აპრილისა.

"
UNIVERSAL GEORGIAN PAY " მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"
UNIVERSAL GEORGIAN PAY " თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "UNIVERSAL GEORGIAN PAY"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 2 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
კატეგორია
ფინანსები
ინფორმაციული ტექნოლოგიები
საბანკო-საფინანსო
ფინანსური ინსტიტუტი
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
27 მარტი - 26 აპრილი