Standart

Shift leader/ ცვლის ლიდერი

27 March - 26 April
Details
Address
41 პეკინის გამზირი, თბილისი
Salary
1200 ₾ + Bonus
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Department
Customer service

Vacancy description

ვინ ვართ ჩვენ?


EPISODE Hotels-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია EPISODE-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)

ანაზღაურება: საათობრივი +ბონუსები+ ზეგანაკვეთური ანაზღაურება

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა 


ფუნქციები და მოვალეობები:


  •      გუნდის წევრების მუშაობის და შინაგანაწესის დაცვის მუდმივი მონიტორინგი დადგენილი სტანდარტების  მიხედვით და შესაბამისი უკუკავშირის მიცემა
  •      ცვლის განმავლობაში პროცესების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფ
  •      სასტუმროს სამართავ პროგრამებში მიმდინარე დავალებებისა და ოპერაციების ხარისხიანად და დროულად     შესრულების მონიტორინგი და უკუკავშირის მიცემა
  •      ახალი თანამშრომლების დატრენინგება კომპანიის სამუშაო სტანდარტების შესაბამისად
  •      სტუმრების საჩივრებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება და აღნიშნული ინფორმაციის რეპორტინგი
  •      სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი
  •      თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა
  •      მარაგების კონტროლი და შეკვეთების ოპტიმიზაცია
  •      აღწერა და ინვენტარიზაცია, სათავსოების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


  •       ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა
  •       თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  •       დეტალებზე ორიენტირებულობა
  •       პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
  •       ინგლისური ენა B1

სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ „ცვლის ლიდერი“


ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.


რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება  მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.


გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „Episode Hotels“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას.

 

Category
Horeca
Tourism
Location
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
27 March - 26 April