Premium

მოლარე-კონსულტანტი

10 April - 27 April
Details
Address
თბილისი
Salary
750-950 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.


სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.


გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge


„სუფთა სახლი“აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ.თბილისის ფილიალებში.


აირჩიე სასურველი გრაფიკი: 


  • იმუშავე თვეში 15 დღე - ანაზღაურება 750 ლარი;

  • იმუშავე თვეში 20 დღე - ანაზღაურება 950 ლარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:


  • მსუბუქი და კომფორტული სამუშაო

  • პროფესიული და პიროვნული განვითარება - ტრენინგები, მასტერკლასები, დაწინაურება

  • კეთილგანწყობილი გუნდი და კომფორტული სამუშაო სივრცე

  • ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა

  • ხელფასის მატება და ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:


  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით,

  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება,

  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი,

  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა,

  • სალარო აპარატთან მუშაობა,

  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:


  • კომუნიკაბელურობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/tpaokNGvboq1vcoG9


ან  გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV


მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.


გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.


გისურვებთ წარმატებას!


Category
Sales
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
10 April - 27 April