სტანდარტული

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი

28 მარტი - 27 აპრილი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

"OPTIMO"- გუნდში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!


"OPTIMO" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

 

უფრო დეტალურად: www.optimo.ge

 

ძირითადი მოვალეობები:


  • ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება და მოზიდვა
  • პარტნიორებთან მოლაპარაკებების და შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება
  • პარტნიორული ქსელის არსებული ურთიერთობების განვითარება, პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი, ინოვაციური შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • გამოცდილება გაყიდვებში

ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს 

სამუშაო პირობები:


  • 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: . თბილისი, პეკინის გამზ. 41

 

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზეhttps://bit.ly/3xcyuTY

 

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

28 მარტი - 27 აპრილი