Standart

„მსესხებლების მონიტორინგის ოფიცერი“

28 March - 27 April
Details
Address
გურია
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

.. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. .. express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

 

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 

 

express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

 

სამუშაო ადგილი: ქ. ოზურგეთი


პოზიციის მიზანი: კომპანიის მსესხებლებთან ადგილზე  ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის ნაღდის სახით გადახდევინება (დღის ბოლოს ჯამური თანხის ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა. ასევე, მსესხებლის ბიზნესის მონიტორინგი. პარალელურ რეჟიმში მსესხებელის მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვის მიზნით.

მსესხებლების მონიტორინგის ოფიცერი  პოზიციაზე.


სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი:


  • კომპანიის მსესხებლების ადგილზე მომსახურება  (მისოს ხელის ტერმინალით სესხის ადგილზე დაფარვის უზრუნველყოფა) ;
  • ფულის დათვლა;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • კლიენტის ბიზნესის მონიტორინგი, მისი ბიზნეს მოდელის ანალიზი და გადახდის უნარიანობის შეფასება;
  • ორგანიზაციის საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური ლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში (ვაჭრობა მომსახურება);
  • ასევე, საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს.

ველოდებით გამოხმაურებას თუ:


  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება;
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი ;
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი;
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • პრიორიტეტი მიენიჭება ავტომანქანის ფლობელებს.

სამუშაო პირობები:


  • სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-18:00
  • ანაზღაურება:  შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად), ფიქსირებულ ხელფასი  + ბონუსი;
  • დასაშვებია კურს დამთავრებული ან დამამთავრებელი კურსზე მყოფი სტუდენტების კანდიდატურის განხილვა.
  • გამოსაცდელი ვადა 1 თვე.
  • პრიორიტეტი მიენიჭება ავტომანქანის მფლობელებს.
  • წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაწინაურება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, შესაბამისი ანაზღაურების გაზრდით.

 ვენ  თავაზობთ


  • ინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;

         P.S.    შ.პ.ს. „მისო ექსპრეს კაპიტალ +“ -სი არსებულ კანდიდატებს სამსახურთან ერთად სთავაზობს არსებულ ვაკანსიაზე საჭირო უნარ - ჩვევების ტრენინგის და პრეაქტიკის უზრუნველყოფას. 


მნიშვნელოვანი პირობა:


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 

ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV  არ  განიხილება.


გისურვებთ წარმატებებს!

Category
Finances
Slogan
შემოგვიერთდით საერთო წარმატებისთვის
28 March - 27 April