Standart

ფლებოტომისტი

28 March - 27 April
Details
Address
23 პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
Salary
1200 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
08:00 - 16:00

Vacancy description

„მეგალაბი“ აცხადებს  ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე ბინაზე გამოძახების სამსახურში


“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა.

 

       ძირითადი მოვალეობები:


  • პაციენტებთან ვიზიტი, ფლებოტომიის ორგანიზება/ ჩატარება;
  • ანგარიშსწორება (სალაროს მართვა და კონტროლი);
  • საანალიზო მასალების დამუშავება/ შენახვა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის შესაბამისად;
  • პაციენტის მონაცემების შესახებ გამოძახების სამსახურის რეგისტრატორისათვის ინფორმაციის გადაცემა;
  • საანალიზო მასალის ტრანსპორტირება სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვით, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან  მედდის დიპლომი;
  • აუცილებელია  ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

       პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გამართული მეტყველება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

       პირობები

  • გრაფიკი: კვირაში 6 დღე- (08:00-16:00 სთ), განიხილება ნახევარი განაკვეთიც (3 დღე) ;
  • ანაზღაურება: 1200 (Gross)+ ბონუსი
  • ადგილი: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის 23.        

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  27  აპრილი,  2024 წ. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე.


„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.


„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 

Category
Healthcare
Medical
Location
23 პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი 0186, საქართველო
Socials
28 March - 27 April