ციფრული სარეკლამო კომპანია "რინგოლა" აცხადებს ვაკანსიას
გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
https://ringola.mobi/სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე. 10:00 - 18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უცხოელ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, როგორც წერილობით ასევე ვერბალურად.
- რეპორტების მომზადება კომპანიის დირექტორებისთვის
- მიმდინარე პროექტების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური - მაღალ დონეზე ფლობა (ვინაიდან დამსაქმებელი უცხოური კომპანიაა)
- MS Excel - სასურველია, თუმცა არა სავალდებულო
- სამუშაო გამოცდილება - ტექ. ინდუსტრიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ ანაზღაურებას - 2200 ლარი (Net) ზრდის პერსპექტივით;
- კომპანია თავად შეგასწავლით საქმიანობას, რომელიც სტაჟირების პერიოდში ანაზღაურებადია.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.