რესტორანი ,,ლოლიტა’’ აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის/ჰოსტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ ჭოველიძის N7
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა;
რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისფულებისთანავე;
სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 14 აპრილის ჩათვლით.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.