Extra -ში B2B Sales Manager-ის ვაკანსია გვაქვს!
Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.
Extra-ს B2B Sales Manager-ის როლი მოიაზრებს:
- ბაზრის კვლევასა და ანალიზს
- კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას
- პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზის შექმნას, დამუშავებას, მონიტორინგსა და მუდმივ განახლებას
- პოტენციური პარტნიორი კომპანიების მოძიებას და მათთან მოლაპარაკების განხორციელებას
- პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლას, ანალიზს და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური შეთავაზებების მომზადებას, პრეზენტაციას და განხორციელების პროცესის უზრუნველყოფას
- კორპორატიულ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ ინფორმირებას ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და პროცესის ეტაპების შესახებ
- გაფორმების ორგანიზებასა და ხელშეკრულების შესრულების პროცესის მონიტორინგს
- ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით
- მჭიდრო კავშირს სხვადასხვა დაკავშირებულ დეპარტამენტებთან
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:
- გაქვს კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინ. 1-2 წლიანი გამოცდილება
- გაქვს კარგი მოლაპარაკების უნარი
- ხარ პრეზენტაბელური
- გაქვს გაყიდვების გეგმებზე მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
- ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
თუ შენთვის საინტერესოა B2B Sales Manager-ის როლი extra.ge-ში, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.
გისურვებთ წარმატებას !