ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი
ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მულტინაციონალურ კომპანიაში.
ორკინი საქართველო აცხადებს ვაკანსიას-ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
დამსაქმებელი:
ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)
დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).
ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი, 9-იდან -18:00-მდე ან 10-იდან-19:00-მდე;
- ანაზღაურება: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და სხვა ბენეფიტებით.
კარიერული პერსპექტივა:
- შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.
აღწერილობა/პასუხისმგებლობები:
- რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა: ვაკანსიის ტექსტის მომზადება, დასაქმების პლატფორმებზე განთავსება, შემოსული რეზიუმეების/სივების დახარისხება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება, გასაუბრებების დაგეგმვა, ორგანიზება;
- ადმინისტაციული საკითხების მართვა: ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებების, Day off-ების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ბაზებში ასახვა;
- RS.GE-ზე თანამშრომელთა რეესტრის წარმოება (კადრების დამატება/შეწყვეტა/შეჩერება);
- RS.GE-ზე ანგარიშ-ფაქტურების დასტური ან უარყოფა, მოთხოვნის გაგზავნა და შეხსენება;
- ყოველთვიურად Fitpass-ის ბაზის მართვა, საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება;
- ყოველთვიურად ხელფასებისთვის თანამშრომლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება და ფინანსებისთვის მიწოდება;
- ტრენინგების ორგანიზება, მხარდაჭერა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა;
- კომპანიის საჭიროებისამებრ ღონისძიებების დაგეგმვა, დაჯავშნა, ორგანიზება (კონფერენციები, კორპორატიული ღონისძიებები ) და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
- სხვა საოპერაციო და ზოგად-ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საჭიროა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- Microsoft Office -ის პროგრამების(Word, Excel, Outlook, PowerPoint) საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება და საწყისი რელევანტური სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- ემოციურად მდგრადობა;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს უნებლიე კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
- კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა;
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს;
- კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებალია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
- მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ან რეზიუმე.