ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტის

11 April - 12 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მხარდაჭერის სპეციალისტი

ორკინი საქართველო გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მულტინაციონალურ კომპანიაში.
ორკინი საქართველო  აცხადებს ვაკანსიას-ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მხარდაჭერის  სპეციალისტის პოზიციაზე.
დამსაქმებელი:

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)

დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

  • გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი, 9-იდან -18:00-მდე ან 10-იდან-19:00-მდე;
  • ანაზღაურება: გასაუბრებისას მოლაპარაკებით;
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და სხვა ბენეფიტებით.
კარიერული პერსპექტივა:

  • შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად.
აღწერილობა/პასუხისმგებლობები:

  • რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა: ვაკანსიის ტექსტის მომზადება, დასაქმების პლატფორმებზე განთავსება, შემოსული რეზიუმეების/სივების დახარისხება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის მიწოდება, გასაუბრებების დაგეგმვა, ორგანიზება;
  • ადმინისტაციული საკითხების მართვა: ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებების, Day off-ების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ბაზებში ასახვა;
  • RS.GE-ზე  თანამშრომელთა რეესტრის წარმოება (კადრების დამატება/შეწყვეტა/შეჩერება);
  • RS.GE-ზე ანგარიშ-ფაქტურების დასტური ან უარყოფა, მოთხოვნის გაგზავნა და შეხსენება;
  • ყოველთვიურად Fitpass-ის ბაზის მართვა, საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება;
  • ყოველთვიურად ხელფასებისთვის თანამშრომლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება და ფინანსებისთვის მიწოდება;
  • ტრენინგების ორგანიზება, მხარდაჭერა  და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საჭიროებისამებრ ღონისძიებების დაგეგმვა, დაჯავშნა, ორგანიზება (კონფერენციები, კორპორატიული ღონისძიებები )  და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
  • სხვა საოპერაციო და ზოგად-ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საჭიროა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • Microsoft Office -ის პროგრამების(Word, Excel, Outlook, PowerPoint) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება და საწყისი რელევანტური სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • ემოციურად მდგრადობა;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს უნებლიე კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
  • კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა;
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს;
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებალია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ან რეზიუმე.

11 April - 12 May