სტანდარტული

ჰოსპიტალური გაყიდვების წარმომადგენელი

03 აპრილი - 03 მაისი
დეტალები
მისამართი
თბილისი და შიდა ქართლი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ  ამერიკულ ბრენდს Carter’s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია “გეფა” აცხადებს ვაკანსიას „ჰოსპიტალური გაყიდვების წარმომადგენლის“ პოზიციაზე თბილისისა და ქართლის რეგიონისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებებში  ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება , კლინიკის შესყიდვების მენეჯერებთან , შიდა აფთიაქის გამგეებთან ;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან ;
  • ახალი კლიენტების მოძიება გრძელვადიანი ურთიერთობის პერსპექტივით ;
  • ჰოსპიტალებისთვის საჭირო  პროდუქციის მოთხოვნის გარკვევა  კლინიკის შესყიდვების მენეჯერებთან ;
  • მოთხოვნის შესაბამისად მედიკამენტების და/ან სახარჯი მასალის შეთავაზება;
  • მაქსიმალური ჩართულობა ჰოსპიტალებსა და კომპანიას შორის,  იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმებისას;
  • დავალიანების საკითხებთან დაკავშირებით კლინიკების ფინანსური სამსახურების ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამედიცინო ან/და  ფარმაცევტული განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word , Excel);
  • მსგავსი მიმართულებით გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


03 აპრილი - 03 მაისი