სტანდარტული

ბაუნსერი

03 აპრილი - 03 მაისი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS TBILISI  აცხადებს ვაკანსიას ბაუნსერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერისგან  მიღებული დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია მონიტორინგის დეპარტამენტთან
  • არასასურველ სტუმართა სიაში მყოფი პიროვნების იდენტიფიცირება და ობიექტზე არ დაშვება, ასევე არასასურველი სტუმრის, ობიექტიდან დროული გაცილება;
  • ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციის ფლობა და გადამოწმება; 
  • სტუმრების და თანამშრომლების შრომის და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • საგანგაშო სიგნალის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება დადგენილი სტანდარტის მიხედვით; 
  • ევაკუაციის შემთხვევაში  გაწერილი პროცედურის შესაბამისად მოქმედება ; 
  • კომპანიაში დადგენილი ჯანმრთელობის დადგენილი რეგულაციების დაცვა. 
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის  დაზღვევა;
  • კვება; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  3 მაისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
03 აპრილი - 03 მაისი