"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.
კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.
კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აკაკი ბელიაშვილის #142
მოვალეობები:
- ფინანსური უწყისების, საოპერაციო რეპორტების და მათი ცალკეული ელემენტების ანალიზი და ტენდენციების განსაზღვრა;
- ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება; აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- მიმდინარე ფინანსური დაგეგმვა და გრძელვადიანი ბიუჯეტირება; ფაქტობრივი შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
- რეპორტინგი;
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- IFRS სტანდარტების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა გეფას მასშტაბით
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.
ვაკანსიის ბოლო ვადაა 21 აპრილი 2024 წელი
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.