Standart

დიასახლისი (Hostess)

15 April - 15 May
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

დიასახლისი (Hostess) - რესტორნის მარკეტინგული ღონისძიებები

მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისის რესტორნებში
სამუშაო პირობები:

•  ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის
მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით პირველი ტარიფის ზრდა ხდება
მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში. ხოლო შემდგომი ზრდა სამუშაო შედეგების გათვალისწინებით შიდა
პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით;

•  სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და
დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან;

•  სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე
შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1 საათიანი შესვენება 4 სთ
მუშაობის შემდგომ;

ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის
საბონუსე პოლიტიკა;

•  კვება: 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
•  დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები;
•  თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები.

დიასახლისი (Hostess) - რესტორნის მარკეტინგული ღონისძიებები - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:

•  რესტორნის მთავარი დიასახლისის მიერ მიწოდებული რესტორნის მარკეტინგული
ღონისძიებების ჩატარება;
•  სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა
პროცედურის სწორად შესრულება;
•  დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის
შესრულებით;
•  დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა;
•  ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი;
•  მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური მარკეტინგული
ღონისძიებების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•  სურვილი;
•  დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს
უზრუნველყოფს კომპანია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

•  ფექტური კომუნიკაციის უნარი;
•  გუნდურად მუშაობის უნარი;
•  დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
•  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი აპლიკაცია 15 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://wrk.ge/ZGJWF0

15 April - 15 May