ჩვენ ვეძებთ ტელმი გაყიდვების ასისტენტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენი პერსონალური ტელე-ასისტენტეტების გუნდს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებულ ან პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმირება/გაყიდვა, წინასწარ გაწერილი სკრიპტის დახმარებით.
- ამ პროდუქტისა თუ სერვისის, შესახებ მოწოდებული ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა.
- მომხმარებლის მხრიდან, პროდუქტსა ან კომპანიის შესახებ კითხვებზე, ამომწურავი პასუხების გაცემა.
- მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის სამუშაო ფაილში აღრიცხვა
- მომხმარებლის მხრიდან მნიშვნელოვანი უკუკავშირის მიწოდება გუნდის ლიდერისთვის.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- გაყიდვებში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
- გამართული მეტყველება და სასიამოვნო სასაუბრო ხმის ტონი.
- უცხო ენების ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- დავალებული საქმისადმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ეფექტური და მიზანზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.
- პუნქტუალური და შრომისმოყვარე.
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ტელმი გთავაზობთ:
- მუდმივ გადამზადებასა და გაყიდვებში კვალიფიკაციის ამაღლებას.
- გაყიდვებიდან მიღებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.
- ანაზღაურება: გამომუშავება გაყიდული პროდუქტიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთით.
- კარიერული წინსვლა.
- ოფისში გელოდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუდმივად იზრუნებს, თქვენს წარმატებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.