Standart

სამზარეულოს ადმინისტრაციული კოორდინატორი

22 April - 16 May
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS TBILISI  აცხადებს ვაკანსიას  სამზარეულოს ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • აღმასრულებელ შეფს დაეხმაროს მზარეულს ადმინისტრაციულ საკითხებში;
  • შეასრულოს აღმასრულებელი შეფ მზარეულისაგან მიღებული მითითებები და დავალებები;
  • შემქნას პრეზენტაბელური მენიუები, თვალყური ადევნოს და აკონტროლოს თარგმანის სისწორესა და დაბეჭდვის პროცედურებს;
  • მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმარებაში;
  • მოამზადოს მომწოდებლების კონტრაქტები და მუდმივად აკონტროლოს რომ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები შესრულებულია;
  • რეგულარულად მოამზადოს რეპორტი დეპარტამენტის ფუნქციონირების თაობაზე;
  • გარკვეული იყოს დეპარტამენტის ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში, ჰქონდეს კომუნიკაცია სამზარეულოს თანამშრომლებთან;
  • შექმნას და დროდადრო განაახლოს დეპარტამენტის სტანდარტული პროცედურები;
  • საჭიროებისამებრ აკონტროლოს/შექმნას ყველა საჭირო დოკუმენტაცია, პრეზენტაცია და ა.შ.
  • დეპარტამენტის ყველა ახალი თანამშრომლისათვის მოაწყოს სასტუმროს ტური და გააცნოს მათ ყველა საჭირო ინფორმაცია;
  • მონაწილეობა მიიღოს ტრეინინგების დაგეგმარებაში/შექმნაში და განხორციელებაში;
  • დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრეინინგბეულია;
  • აწარმოოს სამუშაო აღწერილობები დეპარტამენტის თითოეული პოზიციისთვის;
  • უხელმძღვანელოს დეპარტამენტის გასვლით ღონისძიებებს;
  • მოახდინოს სხვადასხვა არხიდან შემოსული თითოეული კომენტარის ანალიზი;
  • დარწმუნდეს, რომ სამზარეულოსა და სერვისის ინვენტარი ფორმაშია, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა გამართულად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის  დაზღვევა;
  • კვება; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  16 მაისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 April - 16 May